Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა


სასამართლომ ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მწერალ ჰაშემ აღაჯარის ისლამის მოციქულის შეურაცხყოფის ბრალდებით.

სასამართლომ ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მწერალ ჰაშემ აღაჯარის ისლამის მოციქულის შეურაცხყოფის ბრალდებით.
ამის შესახებ აღაჯარის ვექილი სალეჰ ნიქბახტი იუწყება. აღაჯარი სახელგანთქმული დისიდენტია, ის რეფორმისტ პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ემხრობა და სეკულარულ ორგანიზაცია "ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების" წევრებს მიეკუთვნება. ეს არის წამყვანი პარტია ირანის რეფორმისტულ ბანაკში.აღაჯარი აგვისტოში დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ მოხსენებაში თქვა, რომ მუსლიმანებმა ბრმად არ უნდა მისდიონ რელიგიურ ლიდერებს. მანვე შიიტური ისლამის რელიგიური განახლება მოითხოვა. როგორც იუწყებიან, აღაჯარის განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
XS
SM
MD
LG