Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ნოემბერს კომუნისტებმა ბოლშევიკური რევოლუციის


7 ნოემბერს კომუნისტებმა ბოლშევიკური რევოლუციის 85-ე წლისთავი აღნიშნეს.

7 ნოემბერს კომუნისტებმა ბოლშევიკური რევოლუციის 85-ე წლისთავი აღნიშნეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებულ მიტინგებში მონაწილეობდა დაახლოებით 318 000 ადამიანი. მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვმა წითელ მოედანზე შეკრებილ 25 000 დემონსტრანტს მიმართა და განაცხადა, რომ გასული ათი წლის მანძილზე პრეზიდენტებმა ბორის ელცინმა და ვლადიმირ პუტინმა "პრაქტიკულად, დაანგრიეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო". მომიტინგეებს ხელში ეჭირათ წითელი დროშები, ყოფილი საბჭოთა ლიდერების პორტრეტები, პლაკატები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის სლოგანით "კაპიტალიზმი ომია". რუსეთში 7 ნოემბერი დღემდე უქმე დღეა, ოღონდ მას "ეროვნული შერიგების დღე" ეწოდება. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 85-ე წლისთავი კომუნისტებმა სხვა ყოფილ საჭოთა რესპუბლიკებშიც აღნიშნეს, მათ შორის საქართველოში. თბილისში, დედა ენის ძეგლთან, როგორც იუწყებიან 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მას "საქართველოს ერთიანი კომპარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვილჰელმ მახარაძემ უთხრა, რომ 7 ნოემბერი ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში იზეიმეს.
XS
SM
MD
LG