Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში ერთი კვირა გასტანს ჩინეთის


პეკინში ერთი კვირა გასტანს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა, რომლის ბოლოს, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადადგება სახელმწიფოს მეთაური ძიან ძემინი.

პეკინში ერთი კვირა გასტანს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა, რომლის ბოლოს, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადადგება სახელმწიფოს მეთაური ძიან ძემინი.
როგორც 76 წლის ძიან ძემინმა ყრილობის გახსნისას განაცხადა, კომუნისტურ პარტიაში უნდა გაწევრიანდნენ ახალი ძალები, მათ შორის მეწარმეები, რომელთაც ერთ დროს მუშათა და გლეხთა კლასობრივ მტრებად მიიჩნევდნენ. ძიანის განმარტებით, პარტიის ბირთვად, მართალია, მაინც მუშები და გლეხები დარჩებიან, მაგრამ მათ კავშირი უნდა დაამყარონ ყველა დანარჩენი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან და ჩინეთმა, ძიანის სიტყვებით, ზურგი უნდა შეაქციოს "მარქსიზმის მცდარ და დოგმატურ ინტერპრეტაციას". თავის გამოსვლაში ჩინეთის ლიდერი შემრიგებლური ტონით შეეხო ტაივანის პრობლემას: ეს არის კუნძული-რესპუბლიკა, რომელსაც ჩინეთის ხელმძღვანელობა სეპარატისტულ რეგიონად მიჩნევს. ძიანი ტაივანთან მოლაპარაკების განახლებისაკენ მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG