Accessibility links

logo-print

იასირ არაფატმა ისრაელს მოუწოდა, დათანხმდეს


იასირ არაფატმა ისრაელს მოუწოდა, დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმას,

იასირ არაფატმა ისრაელს მოუწოდა, დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმას,
რომლის მიხედვით 2003 წლისთვის უნდა შეიქმნას პალესტინელთა სახელმწიფო დროებითი ფორმით და 2 წლის შემდეგ ამ სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს. პალესტინელთა ლიდერის ამ მოწოდების პოლიტიკური ფონია ორივე დაპირისპირებული მხარის, პალესტინელებისა და ისრაელის მზადება ამერიკულ გეგმაზე გამოსახმაურებლად. ისრაელს უკვე ნათქვამი აქვს, რომ ვერ მიემხრობა აშშ-ის გეგმას ცვლილებების გარეშე, კერძოდ, თუ უფრო არ გამოიკვეთა ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების აღკვეთის აუცილებლობა. ასევე ახლო აღმოსავლეთიდან მოსული ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა ორი პალესტინელი მოკლეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, თულკარემის ლტოლვილთა ბანაკში ექსტრემისტების ძებნის დროს და ნაბლუსის მახლობლად გუშაგობისას. ხოლო ღაზის სექტორში ჯარისკაცებმა სახლი დაუნგრიეს ექსტრემისტს, რომელმაც ოთხშაბათს ორი ისრაელი მოსახლე მოკლა.
XS
SM
MD
LG