Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ამზადებს


აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ამზადებს სანქციებს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ,

აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ამზადებს სანქციებს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ,
რახან ამ ქვეყანამ, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის მიუხედავად, არ შეწყვიტა ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ამის შესახებ განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაგლას ფეიტმა, რომელიც ტოკიოში იაპონიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მისი თქმით, განიხილავენ ჩრდილოეთი კორეისათვის საწვავის მიწოდების, აგრეთვე, ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შეწყვეტის შესაძლებლობას. ამ საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილე დანარჩენი მხარეები არიან სამხრეთი კორეა, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG