Accessibility links

logo-print

პარასკევს დიდი აღშფოთება მოჰყვა თურქეთის


პარასკევს დიდი აღშფოთება მოჰყვა თურქეთის შესახებ კომენტარს,

პარასკევს დიდი აღშფოთება მოჰყვა თურქეთის შესახებ კომენტარს,
რომელიც საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი ევროკავშირის კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ჟესკარ დესტენმა გააკეთა. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ თურქეთის მიღება ევროკავშირისთვის "ბოლოს მოღების ტოლფასი იქნებოდა", რადგან თურქეთი არ არის ევროპის სახელწიფო, მისი დედაქალაქი ევროპაში არ მდებარეობს და მისი მოსახლეობის 95 პროცენტი ევროპაში არ ცხოვრობს.
ევროკავშირის კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის თურქმა წევრმა, რომელიც ამ კომენტარმა აღაშფოთა, ჟესკარ დესტენს "ქრისტიანი ფუნდამენტალისტი" უწოდა. მაგრამ ევროკომისიამ თავი შორს დაიჭირა ჟესკარ დესტენის პოზიციიდან: ევროკომისიის პრესმდივანმა შეკითხვას, მოუღებს თუ არა ბოლოს ევროკავშირს მასში თურქეთის გაწევრიანება, უპასუხა, რომ ასეთი რამ არ მოხდება.
XS
SM
MD
LG