Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს


ბაღდადის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის მიღება ხელს შეუშლის შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.

ბაღდადის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის მიღება ხელს შეუშლის შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ, რომელიც ქაიროში შეხვდა თავის ეგვიპტელ კოლეგას აჰმედ მაჰერს. საბრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა წინ აღუდგა ვაშინგტონის მცდელობას, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ერაყზე იერიშის მიტანისას "ფარად" გამოეყენებინა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ბაღდადის მიერ გაეროს ყველა მოთხოვნის შესრულება დაამტკიცებს, რომ ერაყის ხელმძღვანელობის პოზიციაში მართლაც ცვლილებები მოხდა. ამავე დროს, პაუელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მზად არის, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს, თუ გაერო სათანადოდ არ უპასუხებს ბაღდადის შესაძლო უარს, განიარაღების ექსპერტებთან ითანამშრომლობს.
XS
SM
MD
LG