Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ორი დღის მანძილზე, პეკინში


ბოლო ორი დღის მანძილზე, პეკინში, შენობასთან, რომელშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა მიმდინარეობს,

ბოლო ორი დღის მანძილზე, პეკინში, შენობასთან, რომელშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა მიმდინარეობს,
პოლიციამ - საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის - 16 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან როგორც დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე აკრძალული რელიგიური მოძრაობა "ფალუნგუნის" მომხრეები. აქციების მონაწილეები ავრცელებდნენ პროკლამაციებს და გაჰყვიროდნენ ანტიპარტიულ ლოზუნგებს. ჩინეთის კომპარტიის ყრილობის დელეგატები პარტიის რეფორმირების საკითხს განიხილავენ. კერძოდ, ისინი მსჯელობენ პარტიაში კერძო მეწარმეთა მიღების შესაძლებლობაზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ კომუნისტები კლასობრივ მტრებად მიიჩნევდნენ. ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ გადადგებიან პარტიისა და სახელმწიფოს ის ლიდერები, რომლებმაც 70 წელს გადააბიჯეს.
XS
SM
MD
LG