Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურჰესზე აღდგენილ იქნა ერთი აგრეგატის


ენგურჰესზე აღდგენილ იქნა ერთი აგრეგატის მუშაობა. სულ მალე დაგეგმილია მეორე აგრეგატის ჩართვა, ხოლო ხვალ საღამოს, სავარაუდოდ, მწყობრში შევა კიდევ ერთი აგრეგატი,

ენგურჰესზე აღდგენილ იქნა ერთი აგრეგატის მუშაობა. სულ მალე დაგეგმილია მეორე აგრეგატის ჩართვა, ხოლო ხვალ საღამოს, სავარაუდოდ, მწყობრში შევა კიდევ ერთი აგრეგატი,
რის შედეგადაც ენგურჰესზე ჯამში 600 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყება. გუშინ საღამოს ენგურჰესზე მომხდარი ავარიის შედეგად თბილისს პრაქტიკულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მწყობრიდან გამოვიდა ენგურჰესის ბოლო ორი აგრეგატიც, რომელიც, ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მუშაობდა. ამჟამად თბილისს ელექტროენერგიის საჭირო სიმძლავრის 70 პროცენტი მიეწოდება, ხოლო რეგიონებში დენი მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს აქვს.
XS
SM
MD
LG