Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, სამშვიდობო


გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ჟან მარი გიენო აცხადებს,

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ჟან მარი გიენო აცხადებს,
რომ აფხაზეთში რუსი მშვიდობისდამცველები დაკისრებულ მისიას ასრულებენ. თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გიენომ აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში რუსეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და, ამდენად, მისი მოქმედება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. გიენომ იმედი გამოთქვა, რომ დსთ-ის კიშინოვის სამიტზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად აისახება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო მხარს უჭერს პოზიციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG