Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშანდელი 11 სექტემბრიდან მოყოლებული ტერორიზმი დასავლეთის მასმედიის მთავარ თემად იქცა.


გიორგი მაისურაძე, ბერლინი შარშანდელი 11 სექტემბრიდან მოყოლებული ტერორიზმი დასავლეთის მასმედიის მთავარ თემად იქცა. ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის ტერაქტები და დივერსიები ისე მომრავლდა,

რომ კომენტატორები უკვე ამ პრობლემის "გაყოველდღიურებაზე" ლაპარაკობენ. ხოლო გერმანიის სახელმწიფო უშიშროების უწყებამ – ფედერალურმა საინფორმაციო სამსახურმა – გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით ყველაზე მძლავრ და საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ალ-ყაიდის" მორიგი სამიზნე გერმანიაც შეიძლება გახდეს. ეს ინფორმაცია ფედერაციულ რესპუბლიკაში არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ ერთგვარ რემინისცენციასაც იწვევს: ზუსტად 25 წლის წინათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მძვინვარებდა პოლიტიკური ტერორი, რომელიც ისტორიაში "გერმანული შემოდგომის" სახელითაა ცნობილი. მას ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტი გიორგი მაისურაძე გაიხსენებს.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG