Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ახალი რეზოლუცია

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ახალი რეზოლუცია
ბაღდადის ლიდერის სადამ ჰუსეინის უკანასკნელი შემოწმება იქნება. ბუშის თქმით, ამჟამინდელი დაპირისპირების შედეგი წინასწარვე ცნობილია - ერაყის მასობრივი განადგურების იარაღი მოსპობილ იქნება; და ერაყის რეჟიმმა მხოლოდ ერთი რამ უნდა გადაწყვიტოს: როგორ მოხდება ეს. დღეს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მოწონებულმა რეზოლუციამ "თავიდან აგვაცილა ომის საფრთხე და გზა გაგვიხსნა ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისკენ". ამ შაბათ-კვირას არაბული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, ქაიროში, ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG