Accessibility links

logo-print

იტალიის პოლიციის ცნობით ქალაქ ფლორენციაში


იტალიის პოლიციის ცნობით ქალაქ ფლორენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა გლობალიზაციის 400 ათასზე მეტმა მოწინააღმდეგემ მიიღო მონაწილეობა

იტალიის პოლიციის ცნობით ქალაქ ფლორენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა გლობალიზაციის 400 ათასზე მეტმა მოწინააღმდეგემ მიიღო მონაწილეობა
მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაში ერაყზე იერიშის მიტანის წინააღმდეგ. იტალიის მთავრობისა და პოლიციის სერიოზული შეშფოთების მიუხედავად, ძალადობისა თუ ვანდალიზმის რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტები არ აღრიცხულა. ქალაქის ისტორიული ძეგლებისა და სხვადასხვა სახის განძეულობის დასაცავად ფლორენციაში 6000-ზე მეტი პოლიციელი მორიგეობდა. ფლორენციაში დღეს დამთავრდა ხუთდღიანი კონფერენცია, რომელიც ევროპის სოციალურმა ფორუმმა მოაწყო.
XS
SM
MD
LG