Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, დააჩქაროს დისკუსია ჩეჩნეთისთვის ახალი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, დააჩქაროს დისკუსია ჩეჩნეთისთვის ახალი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინს განზრახული აქვს სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებას. დღეს, უფრო ადრე, ჩეჩენი პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ბიზნესმენების ჯგუფმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, "ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო პროცესი" დაიწყოს. დღესვე, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ლიბერალმა პოლიტიკოსებმა მთავრობის მისამართით გამოთქვეს მოწოდება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებთან.
XS
SM
MD
LG