Accessibility links

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა


ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდეს, შეიწყალოს ცნობილი რეფორმისტი სასულიერო პირი ჰაშემ აღაჯარი,

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდეს, შეიწყალოს ცნობილი რეფორმისტი სასულიერო პირი ჰაშემ აღაჯარი,
რომელსაც რამდენიმე დღის წინათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. აღაჯარი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სამღვდელოების უფლება, მართოს ისლამური რესპუბლიკა, მკრეხელობაში დაადანაშაულეს. მთავრობის წარმომადგენელმა აბდოლა რამეზან-ზადემ დღეს აღაჯარის ბედის გამო შეშფოთება გამოთქვა. დღესვე, კონსერვატულ გაზეთ "რესალათის" რედკოლეგიის წევრმა ამირ მოჰებიანმა აღნიშნა, რომ აღაჯარის შეწყალება დადებითად იმოქმედებს ირანის იმიჯზე უცხოეთში. ასევე დღეს, თეირანის უნივერსიტეტთან, 500-მდე სტუდენტმა პროტესტი გამოთქვა აღაჯარისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG