Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაიღუპა


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაიღუპა ორი პალესტინელი, რომელთაც ისრაელის პოლიცია თვითმკვლელ მოიერიშეებად მოიხსენიებს.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაიღუპა ორი პალესტინელი, რომელთაც ისრაელის პოლიცია თვითმკვლელ მოიერიშეებად მოიხსენიებს.
ამ ინფორმაციით, ისრაელის პოლიციის პატრულმა ისრაელისა და იორდანეს დასავლეთ ნაპირს შორის საზღვარზე ავტომანქანა დაინახა და როცა მას მიუახლოვდა, ავტომანქანა აფეთქდა. დაიღუპა მასში მყოფი ორივე ადამიანი. ასევე კვირას გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ დაიწყო ჯენინიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მას შემდეგ, რაც შაბათს ჯარისკაცებმა მოკლეს ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წევრი, რომელსაც ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. ისრაელის ჯარისკაცები ჯენინის მახლობლად განთავსდნენ, საიდანაც, როგორც ამ ქვეყნის არმიის რადიო იუწყება, ადვილად დაბრუნდებიან ქალაქში. ამასობაში, პალესტინელთა პარლამენტმა დაამტკიცა ხელმძღვანელობის გეგმა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის შესახებ: ეს გეგმა ითვალისწინებს 2005 წელს პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებას, მანამდე კი (გაისად) ამ სახელმწიფოს შექმნას მისი დროებითი ფორმით.
XS
SM
MD
LG