Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მუშაობას განაგრძობს კომუნისტური პარტიის


ჩინეთში მუშაობას განაგრძობს კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა.

ჩინეთში მუშაობას განაგრძობს კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობა.
დღეს პარტიის ხელმძღვანელობაში დაიწყო გასაიდუმლოებული დისკუსიები საკადრო ცვლილებების შესახებ: უნდა გაირკვეს, ვის აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელებად მომავალ კვირაში, როცა თანამდებობებიდან გადადგებიან სახელმწიფოს მეთაური ძიან ძემინი და კომპარტიის სხვა ლიდერები. როგორც ვარაუდობენ, ძიან ძემინის ადგილს კომპარტიის სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ჰუ ძინტაო დაიკავებს. ხოლო საკადრო ცვლილებების შესახებ ღია დისკუსია სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებსა და ჩინელ ოფიციალურ პირებს შორის დღემდე ტაბუდ რჩება. კენჭისყრა კომპარტიის ცეკას ახალი შემადგენლობის შესახებ ხუთშაბათს, 2114 დელეგატის მონაწილეობით გაიმართება.
XS
SM
MD
LG