Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში


კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია ნოემბრის მიწურულს დასრულდება.

კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია ნოემბრის მიწურულს დასრულდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სექტემბერში დაწყებული ოპერაცია დასკვნით ეტაპს უახლოვდება და თვის ბოლომდე ხეობაში სიმშვიდე დაისადგურებს. ხოლო მინისტრის მოადგილე ზურაბ ჩიხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უშიშროების ძალები ამთავრებენ პანკისის კრიმინალური ელემენტებიდან გაწმენდის ოპერაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია აგრეთვე, რომ პანკისის ხეობაში ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბრიტანელი ბანკირის, პიტერ შოუს გატაცებაში მონაწილე პირთა შეპყრობა.
XS
SM
MD
LG