Accessibility links

ვლადმირ პუტინი გამორიცხავს ჩეჩენ მეამბოხეთა


ვლადმირ პუტინი გამორიცხავს ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერთან, პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან მოლაპარაკების შესაძლებლობას,

ვლადმირ პუტინი გამორიცხავს ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერთან, პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან მოლაპარაკების შესაძლებლობას,
რადგანაც ეს - პუტინის სიტყვებით - ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან ან თალიბანის ხელმძღვანელ მოლა ომართან მოლაპარაკების ტოლფასი იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა მასხადოვს "მკვლელი" უწოდა, გენოციდში დაადანაშაულა და მას დააკისრა რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ომის პასუხისმგებლობა. როგორც პუტინმა თქვა, ვითარება ჩეჩნეთში სულ უფრო უარესდებოდა, რუსეთის მიერ 1996 წელს ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების შემდეგ. აი, ნაწყვეტი პუტინის გამოსვლიდან პრომოსკოვურად განწყობილი ჩეჩენი ბიზნესმენებისა და რელიგიური ლიდერების ჯგუფთან კვირას კრემლში გამართულ შეხვედრაზე: [პუტინის ხმა] "მასხადოვმა რესპუბლიკა ეკონომიკურად გააჩანაგა, ის მიიყვანა შიმშილობამდე, სოციალური სფეროს, სულიერების განადგურებამდე, ჩეჩნეთში მცხოვრები სხვა ხალხების გენოციდამდე, მრავალრიცხოვან მსხვერპლამდე თვით ჩეჩენთა შორის." ვლადიმირ პუტინმა განაცხადა აგრეთვე, რომ "ხასავიურტი არ გამეორდება" - ამით იგულისხმებმა ხასავიურტში 1996 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმება, რომელმაც ბოლო მოუღო 94-96 წლების ომს. სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელისმომწერთა შორის იყო მასხადოვიც, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, 1997 წლის იანვარში ჩეჩნეთის პრეზიდენტად იქნა არჩეული.
XS
SM
MD
LG