Accessibility links

logo-print

ავღანეთში ახალი საავატომობილო მაგისტრალის მშენებლობა


ავღანეთში ახალი საავატომობილო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო: ეს არის 1200-კილომეტრიანი ტრასა,

ავღანეთში ახალი საავატომობილო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო: ეს არის 1200-კილომეტრიანი ტრასა,
რომელიც ქაბულს სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან და იქიდან დასავლეთით ჰერათთან დააკავშირებს. მშენებლობა 3 წელი გასტანს და 250 მილიონი დოლარი დაჯდება. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იმედოვნებს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებას და წესრიგის დამყარებას. კარზაიმ ავღანეთში გზების აღდგენას, ელექტროენერგიით მომარაგებასთან და განათლების სისტემის ამოქმედებასთან ერთად, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები უწოდა.
პროექტი დონორი ქვეყნების დახმარებაზეა დამოკიდებული: ავტომაგისტრალის აღსადგენად შეერთებული შტატები 80 მილიონ დოლარს, ხოლო საუდის არაბეთი და იაპონია 50-50 მილიონ დოლარს გამოჰყოფენ.
XS
SM
MD
LG