Accessibility links

კვირას იორდანიაში მომხდარმა შეტაკებებმა 3


კვირას იორდანიაში მომხდარმა შეტაკებებმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კვირას იორდანიაში მომხდარმა შეტაკებებმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს ცნობა დაადასტურა იორდანიის ინფორმაციის მინისტრმა, მოჰამად ადვანიმ, რომლის თქმით სამხრეთში მდებარე ქალაქ მაანში ადგილობრივ მოსახლეებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებებში 2 სამოქალაქო პირი და 1 პოლიციელი დაიღუპნენ. ადვანის თქმით, მაანში 2 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ქალაქში უშიშროების ძალები შეიჭრნენ რელიგიურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა შესაპყრობად. შეტაკებებში სულ ცოტა 3 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG