Accessibility links

ჯაშუშობისთვის, შვეციიდან, 2 რუსი


ჯაშუშობისთვის, შვეციიდან, 2 რუსი დიპლომატი გააძევეს.

ჯაშუშობისთვის, შვეციიდან, 2 რუსი დიპლომატი გააძევეს.
ამის შესახებ დღეს განაცხადა შვეციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსი დიპლომატები, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ, თანამონაწილენი აღმოჩნდნენ ფირმა "ერიქსონში" მომხდარი ჯაშუშური საქმიანობისა. ეს ფირმა მობილური ტელეფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში და იმავდროულად შვეციის უახლესი ავიაგამანადგურებლის "გრიპენისთვის" საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს. გასულ კვირაში, ამ ფირმის 3 თანამშრომელი დააპატიმრეს. წაყენებული ბრალდების თანახმად ამ ადამიანებმა საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცეს უცხო ქვეყნის დაზვერვას.
XS
SM
MD
LG