Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პროკურორმა დაგმარ მახოვამ დღეს


ჩეხეთის პროკურორმა დაგმარ მახოვამ დღეს განაცხადა, რომ სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენა ყოფილ კომუნისტ

ჩეხეთის პროკურორმა დაგმარ მახოვამ დღეს განაცხადა, რომ სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენა ყოფილ კომუნისტ
ფუნქციონერს კარელ ჰოფმანს, რომელიც კომუნიკაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს, როცა ვარშავის პაქტის ჯარებმა, საბჭოთა კავშირის თაოსნობით, შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელეს ცენტრალური ევროპის ამ სახელმწიფოში. მახოვამ თქვა, რომ ჰოფმანმა მაშინ უბრძანა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიას – შეეწყვიტათ თავიანთი გადაცემები ინტერვენციის დროს, რითაც არ მისცა ხალხს შესაძლებლობა – მოესმინათ, როგორ გმობდნენ ჩეხოსლოვაკიის ლიდერები ამ ინტერვენციას. დაგმარ მახოვამ განაცხადა, რომ თუ სასამართლო სცნობს მას დამნაშავედ, 78-წლის ჰოფმანს 15-წლიანი პატიმრობა მოელის.
XS
SM
MD
LG