Accessibility links

logo-print

ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დახურვისას დღეს ბრიუსელში


ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დახურვისას დღეს ბრიუსელში, დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა,

ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დახურვისას დღეს ბრიუსელში, დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა,
რომ ჩეჩნეთში მშვიდობის დასამყარებლად კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებაა აუცილებელი. "ჩეჩნეთის კონფლიქტი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ტერორიზმის პრობლემა. სტაბილური მშვიდობის დამყარება მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. ევროკავშირის კვლავაც ყურადღებით გაადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ორივე მხარეს მართებს ადამიანის უფლებათა პატივისცემა, ხოლო ისინი, ვინც დაარღვევს ამ უფლებებს დაუყოვნებლივ უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე"- განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. რასმუსენმა განაცხადა აგრეთვე, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა - დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას ჩეჩნეთში.

XS
SM
MD
LG