Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტის საგარეო საქმეთა


ერაყის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სალიმ ალ-ყუბაისიმ, ქვეყნის 250-წევრიანი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე

ერაყის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სალიმ ალ-ყუბაისიმ, ქვეყნის 250-წევრიანი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე
გამოსვლისას დღეს დეპუტატებს მოუწოდა – უარყონ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია, რომელიც ერაყში, განიარაღების საერთაშორისო კომისიის საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ საადუნ ჰამადიმ, გაეროს რეზოლუციას "პროვოკაციული, მაცდური და ომის პრეამბულა" უწოდა. ერაყმა 15 ნოემბრამდე უნდა განაცხადოს საჯაროდ, რომ თანახმაა გაეროს რეზოლუციის შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სერიოზული შედეგები ემუქრება. არაბული ქვეყნების ლიგა, საგანგებო შეხვედრაზე გასული კვირის ბოლოს მიესალმა გაეროს რეზოლუციას და მოუწოდა ერაყს - შეასრულოს მისი პირობები. ასეთივე მოწოდებით გამოვიდა დღეს რუსეთიც.

XS
SM
MD
LG