Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა ფარული წესით კენჭი


ერაყის პარლამენტმა ფარული წესით კენჭი უყარა გაეროს რეზოლუციას. პარლამენტართა უმეტესობა ამ რეზოლუციის მომხრე არ არის.

ერაყის პარლამენტმა ფარული წესით კენჭი უყარა გაეროს რეზოლუციას. პარლამენტართა უმეტესობა ამ რეზოლუციის მომხრე არ არის.
საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევამდე უნდა ეცნობოს გაეროს, სადამ ჰუსეინმა უნდა მიიღოს. პარლამენტმა განაცხადა, რომ ის მხარში ამოუდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სადამ ჰუსეინი მიიღებს. რეზოლუციის თანახმად, ერაყმა განიარაღების ინსპექტორებს საშუალება უნდა მისცეს შეამოწმოს იარაღის ყველა საწყობი, ასევე საპრეზიდენტო შენობები. თუკი ბაღდადი არ განიარაღდა, ამას, რეზოლუციის თანახმად, სერიოზული შედეგი მოჰყვება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის მნიშვნელოვანი, მას სურს პასუხი სადამ ჰუსეინისგან მიიღოს.
XS
SM
MD
LG