გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და არ განიარაღდება, ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გარდაუვალი გახდება.
ბაღდადს პარასკევამდე აქვს მიცემული ვადა პასუხის გასაცემად უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა მოისურვა.
სამშაბათს კოფი ანანი ვაშინგტონში ეთათბირა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს. ამ 40-წუთიანი შეხვედრის შემდეგ კოფი ანანმა განაცხადა, რომ 15 ნოემბრისთვის "ოფიციალურ წერილს ელის ერაყელებისაგან, ხოლო ორშაბათს, განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი ექსპერტთა მოწინავე ჯგუფთან ერთად ერაყში გაემგზავრება, სადაც ისინი აქტიურად შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას.
ამასობაში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინს ომის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობაღა შემორჩა – ბაღდადმა განუხრელად უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და განიარაღდეს. "თუ ერაყის პრეზიდენტი ულტიმატუმს უგულებელყოფს, ჩვენ კოალიციას ჩავუდგებით სათავეში მის განსაიარაღებლად. ეს ადამიანი უნდა განიარაღდეს. მან ეს ივალდებულა და ახლა უნდა განიარაღდეს. ყოველგვარ მოტყუებასა და დაყოვნებას წერტილი უნდა დაესვასო" – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაუკეთა რა კომენტარი ერაყის პარლამენტის 12 ნოემბრის საგანგებო სხდომას, რომელზეც დეპუტატებმა ერთხმად უარყვეს გაეროს რეზოლუცია, ჯორჯ ბუშმა თქვა: "ერაყის პარლამენტი სადამ ჰუსეინის ყურმოჭრილი მონაა და სხვა არაფერიო."
საგულისხმოა, რომ ერაყის არც ერთ გაზეთს არ გამოუქვეყნებია ცნობა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, როცა ერაყელმა კანონმდებლებმა ერთხმად უარყვეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. გაკვრით მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტს, სადამ ჰუსეინს მიანდეს გაეროს ულტიმატუმზე პასუხის გაცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ერაყი ცდილობს, დიდი რაოდენობით შეისყიდოს ატროპინი – წამალი, რომელიც ანტიდოტის ფუნქციას ასრულებს ნერვულ-მაპარალიზებელი გაზით მოწამვლისას. ამერიკელ ექსპერტთა აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ომის შემთხვევაში, ბაღდადი, ხსენებული გაზის გამოსაყენებლად ემზადება. ამასობაში, მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს, დაარწმუნოს ერაყი, რომ აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განუხრელი შესრულება, რაც ქვეყანაში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს. ამგვარი მოწოდებით ბაღდადს ოთხშაბათს მიმართეს სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებმა, აგრეთვე რუსეთმა და სირიამ.