Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და რესპუბლიკის მთელ უმაღლეს ხელმძღვანელობას აეკრძალება ევროპის კავშირის ქვეყნებში შესვლა

ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და რესპუბლიკის მთელ უმაღლეს ხელმძღვანელობას აეკრძალება ევროპის კავშირის ქვეყნებში შესვლა
კანონებისა და დემოკრატიული პრინციპების უპატივცემულობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. როგორც დღეს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მომავალი კვირის დამდეგს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე. დღესვე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცირილ სვობოდამ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს საბოლოოდ ეთქვა უარი ვიზაზე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია არა ბელორუსიის ხალხის ან ბელორუსიის დელეგაციის, არამედ პირადად პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ალექსანდრ ლუკაშენკო მომავალ კვირაში ნატოს სამიტზე აპირებდა ჩამოსვლას პრაღაში.
XS
SM
MD
LG