Accessibility links

logo-print

გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ხელმძღვანელმა ჰანს


გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო ობიექტების ინსპექცია 27 ნოემბერს შეიძლება განახლდეს.

გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო ობიექტების ინსპექცია 27 ნოემბერს შეიძლება განახლდეს.
მან დააზუსტა, რომ ბაღდადმა 8 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს ყველა საბუთი, რომელიც დაკავშირებულია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამასთან. ბლიქსის თქმით, მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია დაადგინოს, შეასრულა თუ არა ერაყმა ნაკისრი ვალდებულებები. დღეს საფრანგეთი და რუსეთი დათანხმდნენ, რომ გაეროს ინსპექტორებმა ერაყში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა იმოქმედონ. საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ჟაკ შირაკი და საფრანგეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერაყის სრული და ფართო მასშტაბიანი თანამშრომლობა გაეროს ინსპექტორებთან სრულიად აუცილებელია.
XS
SM
MD
LG