Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დადგება აქტუალურად ბელარუსიაში რეჟიმის შეცვლის საკითხი


შეერთებული შტატების პოლიტიკა ერაყის მიმართ შეიცავს ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლის პუნქტს. მაგრამ ერაყი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ხელისუფლების გამოცვლა ვაშინგტონისთვის ასევე

აქტუალური შეიძლება გახდეს. ამის შესახებ ილაპარაკეს შეერთებული შტატების დედაქალაქში 14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ბელორუსიას მიეძღვნა. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს ოქროპირ რუხაძე გაგაცნობთ.

შეხვედრას მასპინძლობდა ამერიკის “ენტერპრაის ინსტიტუტი” – დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, ოფიციალური პირები და ბელორუსი სტუმრებიც – ამ ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები. კონფერენციის სახელწოდება კარგად გამოხატავდა მისი ორგანიზატორების პლატფორმას: “ბელორუსია, ბოროტების ღერძის ნაკლული ნაწილი”. აშკარაა, რომ ჯორჯ ბუშისეულ “ბოროტების ღერძზე”, რომლის უკვე ცნობილ ნაწილებს ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა წარმოადგენენ, გაამწესებენ ბელორუსიასაც.
ბელორუსიაში შეერთებული შტატების ელჩისთვის მაიკლ კოზაკისთვის ცხადია, რომ მინსკში გადაწყვეტილება მიიღეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მტრის მხარეს დადგნენ. ამერიკის მთავრობამ იცის, რომ ბელორუსია ერაყთან იარაღის სფეროში თანამშრომლობს. გასულ გაზაფხულზე თეთრი სახლისთვის ცნობილი გახდა, რომ ბელორუსიის დახმარებით გაიარეს წვრთნა ერაყელმა ოფიცრებმა “ეს- 300”-ის ტიპის საზენიტო დანადგარის გამოყენების სფეროში. ეს ის დანადგარებია, რომელსაც მიმართავენ ხოლმე ერაყელი სამხედროები ამერიკისა და ბრიტინეთის თვითმფრინავების წინააღმდეგ, როცა ისინი ერაყის საჰაერო სივრცეში, ე.წ. “აკრძალულ ზონებს” პატრულირებენ. ამერიკის ელჩმა თქვა:
კოზაკის ხმა 111511
“ხალხის წვრთნა ერთ მიზანს ემსახურებოდა, ამერიკის და ბრიტანული თვითმფრინავების ჩამოგდებას. ეს კი ის იყო, რასაც ვერ შევურიგდებოდით”.
ამასთან, თანამშრომლობის აქტი მოხდა მას მერე, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ ტერორისტებს და მათ დამხმარეებს ერთმანეთისგან არ ასხვავებს.
კონფერენციის მონაწილებთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ბელორუსიის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლა მოასწავებს, რომ ლუკაშენკას მმართველობის ბოლო ახლოვდება. მეორენი სხვა აზრისა არიან და, კერძოდ, ფიქრობენ, რომ პუტინმა არ ისურვა, გამოეყენებინა შესაძლებლობა და არ მიმხრობოდა არჩევნებში ლუკაშენკას, რასაც ახლა შეიძლება ნანობდეს კიდეც. ბელორუსიაში ეუთოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ჰანს გეორგ ვიკი ამ არჩევნების შესახებ ინფორმირებულია და იცის, რომ ის არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
ვიკი ამბობს, არ უნდა შეგვექმნას ილუზია, როგორც ამას მოსკოვში ფიქრობენ, რომ ბელორუსია რუსეთის პროვინციააო.
ვიკის ხმა 111514

კონფრენციის მონაწილეებმა, განსაკუთრებით ბელორუსიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ბელორუსიის ოპოზიციული სახალხო ფრონტის ლიდერმა ვინჩუკ ვიახორკამ ამერიკის მთავრობას მოუწოდა, რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა მოსკოვმა, თავის მხრივ, ზეწოლა მინსკზე მოახდინოს. იმავე ვიახორკამ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის კონგრესი უფრო ინტენსიურად იზრუნებს ბელორუსიის ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევისთვის და უფრო ფართო დახმარებას გაუწევს ოპოზიციას. ეს შესაძლებელი გახდება, თუკი კონგრესი ბელორუსიის შესახებ კანონს მიიღებს.
დიქტორი: ეს კანონი, როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, ალბათ მომალ წელს დამტკიცდება. იმავე მაკკეინის თქმით, პუტინმა, რომელიც ამერიკის მოკავშირედაა ცნობილი ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, უნდა გააცნობიეროს, რომ ლუკაშენკასთვის ზურგის გამაგრება დასავლეთში კრემლის პოპულარობას ზიანს აყენებს.
და კიდევ ერთი: ბელორუსიის პრეზიდენტს ნებას არ რთავენ ჩამოვიდეს ნატოს პრაღის სამიტზე. ჩეხეთი აცხადებს, დამოუკიდებელი ვარ ამ გადაწყვეტილების მიღებაშიო, მაგრამ მაინც აშკარაა ლუკაშენკას მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების გავლენა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG