Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა - ზომიერმა


თურქეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა - ზომიერმა ისლამისტმა აბდულა გიულმა - განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ,

თურქეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა - ზომიერმა ისლამისტმა აბდულა გიულმა - განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ,
დაამტკიცოს, რომ მუსულმანური ქვეყანა შეიძლება იყოს დემოკრატიული და მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს. მან პირობა დადო, რომ გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ. გიული ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკოსად ითვლება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელმძღვანელობაში. პარტია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, შეიქმნა იმ ისლამისტური დაჯგუფებების შერწყის შედეგად, რომლებიც აკრძალული იყო თურქეთის საერო ხელისუფლების მიერ.
XS
SM
MD
LG