Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გაეროს საკოორდინაციო


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გაეროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა,

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გაეროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა,
რომელიც დიდი ხანია აღარ ჩატარებულა სოხუმის პრეტენზიების გამო კოდორის ხეობაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, შეიძლება დეკემბერში თბილისში გაიმართოს. როგორც განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ განაცხადა, ჯერჯერობით შეხვედრის ჩატარების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრის გამართვის შემთხვევაში მხარეთა დელეგაციებს უხელმძღვანელებენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია, აღნიშნა მან. მალხაზ კაკაბაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობიდან აფხაზებს საფრთხე არ ემუქრებათ. სოხუმი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ კოდორში მყოფი 1000-მდე შეიარაღებული ქართველი მესაზღვრე და გვარდიის რეზერვისტი პლაცდარმს ქმნის აფხაზეთზე შეტევის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG