Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 ნოემბერს დაგეგმილი გაეროს უშიშროების


22 ნოემბერს დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგები ბოლო ეტაპი იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში,

22 ნოემბერს დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგები ბოლო ეტაპი იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში,
განუცხადა საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ. მისი თქმით, საქართველოს მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, მიიღებს თუ არა გაერო საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ, რომელსაც წინა სხდომაზე რუსეთმა გაუკეთა ბლოკირება. როგორც მრჩეველმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ამჯერადაც შეეცდება ხელი შეუშალოს ამ დოკუმენტის მიღებას, რისი დასტურიცაა რუსეთის მხარის ამასწინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ ეწინააღმდეგება გაეროს გადაწყვეტილებას, მაგრამ თვლის, რომ სხდომას უნდა ესწრებოდეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ანრი ჯერგენია. თუმცა, ლევან ალექსიძე დარწმუნებულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო არ წავა ამ პირობაზე. მისი თქმით, თუ ბოდენის დოკუმენტი კვლავ დაიბლოკება, ქართული მხარე მოითხოვს გაეროს წესდების მე-7 თავის გამოყენებას, რომელიც მხარეებს შორის მშვიდობის ძალით დამყარებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG