Accessibility links

ნატოს სამიტზე, რომელიც 21-22 ნოემბერს


ნატოს სამიტზე, რომელიც 21-22 ნოემბერს პრაღაში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გააკეთებს განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების განზრახვის შესახებ.

ნატოს სამიტზე, რომელიც 21-22 ნოემბერს პრაღაში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გააკეთებს განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების განზრახვის შესახებ.
ამის თაობაზე შევარდნაძემ ჟურნალისტებს დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე აცნობა. მანვე დასძინა, რომ იმისთვის, რათა საქართველომ ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს, აუცილებელია არაერთი მნიშვნელოვანი ზომის გატარება. დღესვე, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველომ ნატოსთან კონტაქტების დამყარება დაიწყო და ამ თანამშრომლობის სტრატეგია გაფორმდა პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისთვის". შევარდნაძის თქმით, საქართველომ "კოორდინატთა ამ სისტემაში უნდა მოიპოვოს გეოპოლიტიკური უშიშროებისა და სუვერენიტეტის მყარი გარანტია".
XS
SM
MD
LG