Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი ივანე ზოდელავა "სიცრუეს"


თბილისის მერი ივანე ზოდელავა "სიცრუეს" უწოდებს საკრებულოს ზოგიერთი წევრის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს დღეს, მერიის შენობასთან გამართული აქცია მის მიერ იყოს ორგანიზებული.

თბილისის მერი ივანე ზოდელავა "სიცრუეს" უწოდებს საკრებულოს ზოგიერთი წევრის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს დღეს, მერიის შენობასთან გამართული აქცია მის მიერ იყოს ორგანიზებული.

როგორც ზოდელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მხარდამჭერ აქციაზე ხალხი საკუთარი სურვილით მივიდა. გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ივანე ზოდელავას უნდობლობა გამოუცხადა და პრეზიდენტს თანამდებობიდან მისი გადაყენება სთხოვა. დღეს, დილიდან, მერიის შენობასთან შეიკრიბა ზოდელავას მხარდამჭერი 200-მდე ადამიანი, რომელმაც საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. დღესვე, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს მერის თანამდებობიდან ზოდელავას გადაყენებას.
XS
SM
MD
LG