Accessibility links

logo-print

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ერაყში დაბრუნდა


ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ერაყში დაბრუნდა გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფი.

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ერაყში დაბრუნდა გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფი.
ინსპექტორების ეს პირველი, 30-კაციანი ჯგუფი, მიმდინარე თვეშივე შეუდგება იმ ობიექტების შემოწმებას, სადაც მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება ინახებოდეს. ბაღდადში ჩასვლისთანავე, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო ობიექტების მომავალი ინსპექციები ერაყს ომის თავიდან აცილების ახალ შანსს აძლევს. [ჰანს ბლიქსის ხმა] "გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, და იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობა კარგად იქნება გამოყენებული, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაუქმოთ სანქციები და, უფრო შორეული პერსპექტივით, მოწმენი გავხდეთ ახლო აღმოსავლეთში მასობრივი განადგურების იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნისა." აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერაყის უარს, ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, დაუყოვნებლივ მოჰყვება სამხედრო აქცია ბაღდადის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG