Accessibility links

logo-print

ბრიუსელში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების


ბრიუსელში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დადგენილ იქნა ევროპის კავშირის გაფართოების საბოლოო თარიღი: 2004 წლის 1 მაისი.

ბრიუსელში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დადგენილ იქნა ევროპის კავშირის გაფართოების საბოლოო თარიღი: 2004 წლის 1 მაისი.
კანდიდატ ქვეყნებს ამ თარიღად 2004 წლის 1 იანვრის დასახელება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ, ყველა მათგანი დათანხმდა, კავშირში სასურველზე ხუთი თვით გვიან გაწევრიანდეს. ბრიუსელში გამართულ კონსულტაციებზე კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა გაფართოების საკითხებზე ბოლო კონსულტაციები გამართეს გაწევრიანების კანდიდატი ათი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.
XS
SM
MD
LG