Accessibility links

logo-print

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სასიკვდილოდ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სასიკვდილოდ დაჭრეს ისრაელი ქალი, რომლის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ჩასაფრებულმა პალესტინელებმა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სასიკვდილოდ დაჭრეს ისრაელი ქალი, რომლის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ჩასაფრებულმა პალესტინელებმა.
ქალაქ რამალას მიდამოებში, სადაც ეს თავდასხმა მოხდა, ისრაელის ჯარი ბოროტმოქმედებს ეძებს. დღესვე დილით, ქალაქ ღაზაში, ისრაელის ჯარმა, შვეულმფრენების დახმარებით, იერიში მიიტანა პალესტინელთა უშიშროების ძალების ობიექტზე, რომელიც იარაღს აწარმოებდა. შეტაკებაში ოთხი პალესტინელი დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გუშინ წარუმატებლად დამთავრდა ავიაკომპანია "ელ ალის" კუთვნილი, ტელ-ავივიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავის გატაცების ცდა. გამტაცებელი - ისრაელის მოქალაქე არაბი - დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG