Accessibility links

logo-print

ერაყში გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფის


ერაყში გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელებმა დაიწყეს მოლაპარაკება ერაყის ხელმძღვანელობასთან,

ერაყში გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელებმა დაიწყეს მოლაპარაკება ერაყის ხელმძღვანელობასთან,
თავიანთი საქმიანობის დეტალების შესათანხმებლად. ინსპექტორთა მეთაური ჰანს ბლიქსი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ნაჯი საბრის მოელაპარაკება. ის შეხვდება სადამ ჰუსეინის მრჩევლს, გენერალს ამერ ალ საადის. ბლიქსის წარმომადგენლის იუენ ბიუკენანის თქმით, მაშინ, როცა ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ თემებს აგვარებს, ჯგუფი ცდილობს სატრანსპორტო, ტექნიკური და სხვა საკითხები შეათანხმონ.
დღესვე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ერაყის მიერ ამ ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ფრენისთვის აკრძალულ ზონებში ამერიკის და ბრიტანეთის თვითმფრინავებისთვის ცეცხლის დაშენა არ არის გაეროს ბოლო რეზოლუციის დარღვევა.
ვაშინგტონმა საპირისპირო გამოაცხადა, თეთრი სახლის თანახმად, ერაყის ქმედება გაეროს 1441-ე რეზოლუციის დარღვევაა.

XS
SM
MD
LG