Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნაძალადევად თანხმდება ალიანსის ექსპანსიას


როგორც ცნობილია ნატოს პრაღის სამიტს არ დაესწრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. უკმაყოფილება მაგრამ დათმობა, ასე აფასებენ ექსპერტები მოსკოვის ამაჟამინდელ პოზიციას

ნატოს გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. რუსეთი, რომელიც ახლო წარსულში ნატოს გაფართოების პროცესის აშკარა ოპონენტი იყო, ახლა ამბობს, რომ შვიდი შედარებით სუსტი ქვეყნის შემატება ტვირთად დააწვება ცივი ომის დროინდელ ძველმოდურ ალიანსს და მას უფრო და უფრო ნაკლებად რელევანტურს გახდის. რუს პოლიტიკოსებს უკან მიაქვთ თავისი პრეტენზიები, თითქოს ვაშინგტონი თავის სასარგებლოდ იყენებს გაფართოების ტაქტიკას, რათა ალიანსის მთელი ენერგია უმთავრესი პრობლემის,კონტრტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართოს.იმის თაობაზე, თუ რატომ თანხმდება ნაძალადევად რუსეთი ალიანის მორიგი ექსპანიას, კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

ყოველთვის, როცა ნატოს საზღვრების გაფართოების საკითხი დგებოდა, მოსკოვი უკმაყოფილო ბუზღუნს იწყებდა. ასეა ამჯერადაც - პრაღის სამიტის შემდეგ ნატოს საზღვრები ხომ მთლად რუსეთის ზღურბლთან გადაიწევს. თუმცა რუსეთი უკვე წინანდლევით ხმამაღლა აღარ გამოხატავს უკმაყოფილებას. ნატოს ექსპანსიისადმი დიპლომატიური თითის დაქნევა იმ ნაცნობ რიტორიკაზე შორს არ მიდის, რომელსაც კრემლის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სერგეი იასტრჟემბსკიმგასულ კვირაში კიდევ ერთხელ მიმართა.

[სერგეი იასტრჟემბსკის ხმა] "ჩვენ ვთვლით, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის თვლასაზრისით გაფართოების ეს მოდელი პირწმინდად ინოვაციული მიდგომის შედეგია. ვინაიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ნატოს პირველი გაფართოების შემდეგ, არცა ჩეხეთს, არც უნგრეთს და არც პოლონეთს, მათდამი ჩვენი პატივისცემსი მიუხედავად, ხელი არ შეუწყვია იმაისთვის, რომ ნატოს უფრო ოპერატიულად და ეფექტიანად ემოქმედა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ სამი ქვეყნის მექანიკური გაწევრიანებით ნატოს ანტიტერორისტული ბრძოლისუნარიანობა არ გაზრდილა."

ბუნებრივი, კრემლის სპოუკსმენის ამ ეს თავდაჭერილი კომენტარის მიღმა მაინც აშკარად ჩანს, რომ ჩრდილო ატლანტური ალიანსის გაფართოების ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულია რუსეთისთვის. პრაღის სამიტზე ოფიციალურ მიწვევას ხომ ყველა ის ქვეყანა მიიღებს, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში იმყოფებოდნენ. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, როგორც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო სლოვენია, სლოვაკია, ბულგარეთი და რუმენეთი როგორც "ვარშავის ბლოკის" წარმომადგენლები.

მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს მხოლოდ პროტესტის რბილი ფორმაა და ამ ნაძალადევი თანხმობას აქვს თავისის მიზეზები.
მოსკოვისკარნეგის ცენტრის წარმომადგენლის რობერტ ნურიკის თქმით, რუსეთის შეურიგდა იმ ფაქტს, რომ წინ ვერ აღუდგება ნატოს გაფართოების პროცესს. გარდა ამისა ნათელია პუტინის გარემოცვის მოტივაცია გარემოცვის მოტივაცია. მათ არ სურთ, შეაფერხონ რუსეთ-ნატოსა და რუსეთ-ამერიკის ფართო თანამშომლობა უსაფრთხოების საკითხებში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რომ დაიწყო და ამა წლის მაისში რუსეთ-ნატოს საბჭოს შექნით რომ გაგრძელდა.


ამიტომ, პროფესიით დიპლომატი იასტრჟემბსკის განცხადება ნატოს გაფართოების "ინოვაციული მოდელის"შესახებ, ისეთივე ყაიდისაა, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის არადიპლომატიური მეტაფორა, როდესაც საქართველოს მისამართით განაცხადა, რომ მას სრული უფლება აქვს შევიდეს, სადაც უნდა, მათ შორის "სექსუალურ უმცირესობათა ლიგაშიო." თუმცა ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მოინელებს რუსეთი იმ ფაქტს, რომ მის საზღვარს ერთ მშვენიერ დღეს სამხრეთიდანაც მოადგეს ნატოს ბლოკი საქართველოს ან აზერბაიჯანის სახით.

ნიშანდობლივია, რომ პრაღაში ნატოს სამიტის დაწყებას მოსკოვში დსთ-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დაემთხვა. ძნელი სათქმელია შეგნებულად შეირჩა თუ არა ეს დრო, მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვში შეკრებილი თანამეგობრობის ქვეყნების მინისტრები განიხილავენ ახალ კონცეფციას, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG