Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს კავშირი გახსნილია ევროპის ნებისმიერი


ნატოს კავშირი გახსნილია ევროპის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

ნატოს კავშირი გახსნილია ევროპის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


ოთხშაბათს პრაღაში, სასტურო ჰილტონში, სტუდენტთა ატლანტიკურ სამიტზე გამოსვლისას. მან გაიმეორა, რომ რუსეთს არ უნდა ეშინოდეს ნატოს გაფართოებისა, ვინაიდან ეს პროცესი ხელს შეუწყობს უშიშროებას და სტაბილრობას. სტუდენტთა სამიტზე წარმოთქმულ სიტყვაში ბუში მიესალმა რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების პრეზიდენტს, ტომ დაინს: [ბუშის ხმა] "მინდა ჩვენთან მოსვლისთვის მადლობა გადავუხადო ტომ დაინს, რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების პრეზიდენტს. მინდა ჩვენს გვერდზე ყოფნისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვინც იქ მუშაობს. დუაით აიზენჰაუერს უქთვამს რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შესახებ: 'მსოფლიოში ყველაზე მარტივი და ნათელი ქარტია არის სიმართლის თქმაო'. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქარტია ერთგულად სრულდებოდა, და სიმართლეა, რაც ამ კონტინენტს ათავისუფლებს".
XS
SM
MD
LG