Accessibility links

logo-print

სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით, წარსულში ცნობილ


სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით, წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს კახი ასათიანს,

სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით, წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს კახი ასათიანს,
რომელიც ოთხშაბათს საღამოს, ბარნოვის ქუჩის 42-ში მდებარე საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს, თავის არეში ხუთიდან ცხრა ტყვიამდე აქვს მოხვედრილი. როგორც შს სამინისტროდან იუწყებიან, ასათიანი საკუთარ ავტომობილში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები მივიდნენ. კახი ასათიანი საავიაციო ბიზნესთან იყო დაკავშირებული. იგი 2000 წლის ნოემბრამდე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და სამართალდამცავებს საგანგებო ზომების მიღება დაავალა.
XS
SM
MD
LG