Accessibility links

პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ ოთხშაბათს


პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრაღაში, 21-22 ნოემბერს, ნატოს სამიტზე, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადს,

პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრაღაში, 21-22 ნოემბერს, ნატოს სამიტზე, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადს,
ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზების დაუყოვნებელი განთავსება არ მოჰყვება. მან თქვა, რომ ,,ნატოს ბაზებს ,,ალიანსის" წევრი-ქვეყნების ტერიტორიებზე ათავსებენ". მან აღნიშნა, რომ ,,ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი". კახა იმნაძის თქმით, ,,ნატოში შესასვლელად, ერთის მხრივ, აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა ბლოკის სახელით მიწვევა". ამასთან, მისი თქმით, საქართველო ნატოსათვის ,,განსაკუთრებულ ინტერესს" უკვე წარმოადგენს როგორც ქვეყანა, რომელიც სტრატეგიული მაგისტრალების გადაკვეთაზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG