Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პროგნოზით


სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პროგნოზით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ორ-სამ წელში გაწევრიანდება.

სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პროგნოზით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ორ-სამ წელში გაწევრიანდება.
როგორც ჯორბენაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საქართველო რამდენიმე წელი ემზადებოდა, რათა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს 21-22 ნოემბერს, პრაღაში დანიშნულ ნატოს სამიტზე ,,ალიანსში" გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადი გაეკეთებინა. მისი თქმით, განაცხადის გაკეთების შემდეგ, პრეზიდენტი გამოსცემს რიგ განკარგულებებსა და ბრძანებულებებს, რომლითაც გაიწერება ნატოში გაწევრიანებისათვის საქართველოს ვალდებულებების შესრულების გრაფიკი. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, რაც პირველ რიგში მისი დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, რომლის ,,ტენდენციებიც ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა".
XS
SM
MD
LG