Accessibility links

logo-print

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ


ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ გაეროს ძალისხმევას ერაყის განიარაღების საკითხში.

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ გაეროს ძალისხმევას ერაყის განიარაღების საკითხში.
თუმცა, ნატოს არ გამოუთქვამს ერაყის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მუქარა.ნატოს წევრი 19 ქვეყნის ლიდერებმა პრაღის სამიტზე მოითხოვეს ერაყის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის "სრულად და დაუყოვნებლივ" შესრულება. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ნატოელი მოკავშირეები ერთსულოვნად ემხრობიან ეფექტიანი ზომების მიღებას, რათა ხელი შეუწყონ გაეროს ძალისხმევას ერაყის განიარაღებაზე დაყოლიების საკითხში. ამ განცხადებას ვაშინგტონი მოელოდა, რომელსაც ერაყის განიარაღებისაკენ მისწრაფებაში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, ვაშინგტონს მინიშნებული აქვს, რომ არ აპირებს ნატოსაგან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო დახმარების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG