Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, კახი ასათიანის მკვლელობა შეკვეთილი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, კახი ასათიანის მკვლელობა შეკვეთილი იყო.
როგორც კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს სიახლე, რომელიც შეიძლება საჯარო მსჯელობის საგანი გახდეს. მუშავდება რამდენიმე ვერსია, მათ შორის კახი ასათიანის სამსახურეობრივ და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული. დღესვე ნარჩემაშვილმა "შეურაცხმყოფელი და უსაფუძვლო" უწოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ მიეხილ სააკაშვილის მიერ კახი ასათიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ოთხშაბათს საღამოს, ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ასათიანის მკვლელობაში პრეზიდენტის ოჯახის წევრები იყვნენ გახვეული.
XS
SM
MD
LG