Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაში


ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო ხვალ, პრაღაში ნატოს სამიტის დამთავრებამდე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს,

ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო ხვალ, პრაღაში ნატოს სამიტის დამთავრებამდე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს,
ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა "რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების" შტაბ-ბინაში გამოსვლისას თქვა: [შევარდნაძის ხმა] "მე თქვენ, მინდა, საიდუმლო გაგიმხილოთ: ხვალ სამიტზე ჩემ გამოსვლაში, რა თქმა უნდა, იქნება გაკეთებული განაცხადი იმის შესახებ, რომ საქართველოს სურვილია, გახდეს ნატოს წევრი. ასეთი განაცხადი გაკეთდება. ამავე დროს მე ვაზუსტებ დღეს და ხვალაც დავაზუსტებ, რომ ჩვენ გვესმის კარგად, რომ ამას შეიძლება ერთი და ორი წელი არ ეყოს. ასეთ მომზადებას სჭირდება გარკვეული დრო. განაცხადს ჩვენ ეხლა ვაკეთებთ. მზად ვართ, შევიდეთ ნატოში, როცა ამისათვის თვითონ საქართველო იქნება მზად". ჩვენს რადიოში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანას ეკონომიკურად მომაგრება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG