Accessibility links

პრაღაში კონგრესის ცენტრს, სადაც ნატოს


პრაღაში კონგრესის ცენტრს, სადაც ნატოს სამიტი იმართება, ხუთშაბათს მიაშურა ათასამდე დემონსტრანტმა, რომლებიც ვაშინგტონის პოლიტიკას და თვით ნატოს აკრიტიკებენ.

პრაღაში კონგრესის ცენტრს, სადაც ნატოს სამიტი იმართება, ხუთშაბათს მიაშურა ათასამდე დემონსტრანტმა, რომლებიც ვაშინგტონის პოლიტიკას და თვით ნატოს აკრიტიკებენ.
კონგრესის ცენტრის მისადგომები კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი. დემონსტრანტებს მიჰქონდათ ტრანსპარანტები ჩეხური და ინგლისური წარწერებით: "ნატო მდიდრებს იცავს", "ერთად დავდგეთ ნატოს ტერორის წინააღმდეგ". დემონსტრანტები გმობდნენ აგრეთვე ერაყის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციას. საპროტესტო აქციამ, ისევე როგორც გუშინ, მშვიდობიანად ჩაიარა.
XS
SM
MD
LG