Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა დღეს განაცხადა,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა დღეს განაცხადა,
რომ იუგოსლავიის ყოფილ ფედერაციაში შემავალ სლოვენიას, რომელმაც ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა მიიღო, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობაში. ლიუბლიანაში ჩასულმა რამსფელდმა სლოვენიის შეიარაღებული ძალები მოინახულა და სამხედრო-საწვრთნელ მეცადინეობას დაესწრო. სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ დრნოვსეკმა განაცხადა, რომ რეფერენდუმზე, მომავალ წელს, მისი თანამემამულეები ერთხმად დაუჭერენ მხარს ნატოში გაწევრიანებას. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ნატოში გაწევრიანებას სლოვენიის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG