Accessibility links

logo-print

მრავალათასიან მიტინგზე, რევოლუციის მოედანზე, ბუქარესტში


მრავალათასიან მიტინგზე, რევოლუციის მოედანზე, ბუქარესტში,

მრავალათასიან მიტინგზე, რევოლუციის მოედანზე, ბუქარესტში,
ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რუმინეთი "მორალურ ხედვას" შესძენს ნატოს, ვინაიდან რუმინელმა ხალხმა "იცის განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის". სწორედ რევოლუციის მოედანზე დაიწყო რუმინეთში 1989 წელს რევოლუცია, რასაც ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური რეჟიმის დამხობა მოჰყვა შედეგად. რუმინეთის პრეზიდენტმა იონ ილიესკუმ განაცხადა, რომ ამერიკა რუმინეთის მეგობარი იყო ყოველთვის, ხოლო "ამჯერად რუმინეთი სიამაყით უწოდებს აშშ-ს თავის მოკავშირესო". რუმინეთში ჩასვლამდე, ვილნიუსში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე, ჯორჯ ბუშმა განაცხადა: "შიშის, გაურკვევლობისა და მარტოობის გრძელი ღამე - დასრულდა. თქვენ, ნატოს ძლიერსა და მზარდ ოჯახს უერთდებით. ჩვენმა ალიანსმა გულწრფელად ივალდებულა თავისი წევრების დაცვა. და ის, ვინც ლიტვას აირჩევს მტრად, აშშ-ის მტერი გახდება". დღესვე, ბუქარესტიდან ჯორჯ ბუში სამშობლოში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG